მთავარისიახლეებიპოლიტიკავირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს?

ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს?

Published on

,,ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს? ვირსაც მოფრთხილება უნდა იმიტომ, რომ საქმე აქვს გასაკეთებელი და ტყუილად იმასაც არ უნდა დაარტყა. — ასე ეხმაურება მეუფე იაკობი ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებს

“იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეთ, აუცილებელია ჩხუბი? საქონლის ცემას უშლიან ადამიანებს და ერთმანეთში რისთვის ჩხუბობენ? რამდენი ხანია ვამბობ, შევრიგდეთ. ამ სიტყვას ჟურნალისტებს, ხომ ვერ ათქმევინებ შერიგებას და მშვიდობას. წინა კვირასაც ვიქადაგე ამის შესახებ და იმ საღამოდანვე ცემა-ტყეპები წავიდა. მაინც და მაინც სხვა ქვეყნის ელჩებმა უნდა გითხრან, შენ დალოცვილო, და მერე მიიღო ზომები?

.რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ ნაცები. აბა, შეხედეთ, რამდენ პარტიად იქცა?” – მეუფე იაკობი ეპისკოპოსებს მოუწოდებს, ჩაერიონ და აარიდონ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება, ვიდრე პოლიტიკოსებმა ერთმანეთი არ დაჭამეს. ამის შესახებ, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბისხევის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...