მთავარისიახლეებიპოლიტიკააზერბაიჯანის პროკურატურა მიმართავს რიგ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს თვალი მიადევნონ „მოხალისეთა“...

აზერბაიჯანის პროკურატურა მიმართავს რიგ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს თვალი მიადევნონ „მოხალისეთა“ შეკრებას მთიან ყარაბაღში გადასასვლელად

Published on

აზერბაიჯანის პროკურატურა მთელი რიგ ქვეყნებში კოლეგებს მიმართავს, სადაც არის სომხური დიასპორები, თვალი მიადევნონ „მოხალისეთა“ შეკრებას მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ქიამრან ალიევი ოფიციალურად მიმართავს აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, გერმანიის, საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, უზბეკეთის, ურუგვაის, ერაყის, ირანის, არგენტინის, ბრაზილიის, ბულგარეთის და პოლონეთის გენერალურ პროკურორებს, ასევე ლიბანის, საბერძნეთის, სირიისა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრებს“, – განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების მიერ კონტრშეტევითი ზომების შედეგად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს პოზიციები, რის გამოც, სომხეთმა საზღვარგარეთ მყოფ სომხებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ შეიარაღებულ კომნფლიქტში თავისი ცოცხალი ძალის გასაძლიერებლად.

„ზოგიერთ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით ათასამდე ეთნიკურად სომეხი ჩამოვიდა, ან აპირებს ჩამოსვლას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. იმ სახელმწიფოებმა, საიდანაც მოდიან ე.წ. მოხალისეები, უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ საბრძოლო გამოცდილების მიღების შემდეგ, ამ ადამიანებმა, თავის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ასევე, აღინიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლების ქმედება ჟენევის კონვენციის აშკარა დარღვევაა“, – განაცხადეს გენპროკურატურაში.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...