მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნების რეიტინგი ბოლო ორ კვირაში შემცირდა, ნაციონალური მოძრაობისა - გაიზარდა

ქართული ოცნების რეიტინგი ბოლო ორ კვირაში შემცირდა, ნაციონალური მოძრაობისა – გაიზარდა

Published on

ფრანგულმა კომპანია IPSOS – მა “მთავარი არხის” დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რიგით მეორე კვლევა ჩაატარა. 

კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 24.5%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 17.4% 
  • ევროპული საქართველო – 6.9%
  • ლელო – 3.6%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.4% 
  • ლეიბორისტული პარტია – 1.9%
  • გირჩი – 1.8%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1.7%
  • ერთიანი საქართველო – 1.0% 
  • მოქალაქეები – 1.0%
  • სხვა პარტიები – 3.8%
  • არ ვიცი – 19.0%
  • უარი პასუხზე – 14.0%

    იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით: 

    ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

     
  • ქართული ოცნება – 37.2%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 27.2% 
  • ევროპული საქართველო – 10.6%
  • ლელო – 6.3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 6.1% 
  • ლეიბორისტული პარტია – 2.1% 
  • პატრიოტთა ალიანსი – 2.1%
  • გირჩი – 1.9%
  • ერთიანი საქართველო – 1.8% 
  • მოქალაქეები – 1.7%
  • სხვა პარტიები – 3%

შეგახსენებთ, 2 კვირის წინანდელ პასუხებსაც, ასევე ალოკაციით: 

  • ქართული ოცნება – 38%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 26%
  • ევროპული საქართველო – 9%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 5%
  • ლეიბორისტული პარტია – 4%
  • პატრიოტთა ალიანსი – 4%
  • გირჩი – 3%
  • ერთიანი საქართველო – 3%
  • ლელო – 3%
  • მოქალაქეები – 2%
  • სხვა პარტიები – 2%

“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია  ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში “არჩევნები 2020”.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...