საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 48 გახდა.
კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი 61 წლის ქალია ბათუმიდან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურში 26 სექტემბერს შეიყვანეს.
მისი დიაგნოზი კორონავირუსის გარდა იყო ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა და შოკი.პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა, – ამბობს უწყება.