მთავარისიახლეებიმსოფლიოილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი არ მიიღებს იმ ქვეყნის შუამავლობას, რომელიც ნეიტრალიტეტს ვერ...

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი არ მიიღებს იმ ქვეყნის შუამავლობას, რომელიც ნეიტრალიტეტს ვერ შეინარჩუნებს

Published on

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ერთად მუშაობა უნდა განაგრძონ, თუკი ისინი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ.

„ვფიქრობთ, რომ სამმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთად მუშაობა თუ ყველა მათგანი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო დღეებში ვხედავთ ზოგიერთ განცხადებას, რომელიც კონტრპროდუქტიულია და ნეიტრალიტეტის პოზიციის ერთგვარი ცვლილების დემონსტრირებას წარმოადგენს,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა გამოცემა Al Jazeera-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი არ მიიღებს იმ ქვეყნის შუამავლობას, რომელიც ნეიტრალიტეტს ვერ შეინარჩუნებს.

„ყველა ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, ეს ნორმალურია. მაგრამ თუ თქვენ ასეთი მგრძნობიარე საკითხის შუამავალი ხართ, ნეიტრალური უნდა იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამავლობა ჩვენთვის მისაღები არ იქნება,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...