მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადავა თუ არა ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე - სკოლის მოსწავლეს...

გადავა თუ არა ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე – სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

Published on

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში. კოვიდინფიცირებულია დაწყებითი კლასის მოსწავლე, რომელიც სკოლის დირექტორის განმარტებით, უნდა ყოფილიყო თვითიზოლაციაში, კვირის ბოლო დღს სკოლაში იმყოფებოდა.

„გიდასტურებთ, რომ ჩვენს მოსწავლეს გამოუვლინდა კორონავირუსი. თვითოზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, მშობელმა ბავშვი მოიყვანა სკოლაში. ეს კლასი დამხმარე შენობაშია განთავსებული და ასევე ყველა ზომა იყო დაცული, ვფიქრობ, რომ გავრცელების რისკი მინიმალურია. კლასი გადავიდა თითიზოლაციაში, თუმცა, სკოლა გადავა თუ არა მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე, ჯერჯერობით არ ვიცით, ველოდებით ჯანდაცვისა და სამინისტროს რეკომენდაციებს“- უთხრა „ოდიშინიუსს“ სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი I-VI კლასი მომსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს დაიწყო.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...