უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა კრიტიკულად ეხმაურება პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო დიალოგის გამართვის მიზნით, მზად არის უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში, არასერიოზულია, რადგან აზერბაიჯანის და სომხეთის მხარე იგნორირებას არ გაუკეთებს სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც საუბარია, რომ მოსკოვი მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცეს.
პრემიერის უპერსპექტივო გამნცხადება ერთის მხრივ წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება, მეორეს მხრივ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა და ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან აზერბაიჯანთან და თურქეთთან ისეთი ცუდი ურთიერთობები დაამყარა, რომ ნდობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან რამე სახის ხელშეწყობაზე აზერბაიჯანული ან სომხური მხარის მიმართ უბრალოდ არარსებულია“,-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ვანო მაჭავარიანი დასძენს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ აქვთ პირადი ურთიერთობები აზერბაიჯანის, სომხეთის ან თურქეთის ქვეყნებთან იმ დონეზე, რომ კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცნენ. რაც შეეხება რუსეთს, ვანო მაჭავარიანის თქმით, კონფლიქტური მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დიდი ალბათობით რუსეთის ეგიდით დაუბრუნდებიან.
„ გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს ისეთი პირადი ურთიერთობები აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომ პირადად აიღოს ინიციატივა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს მინისკის ჯგუფი, რომელშიც შედიან ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები, ეს ფორმატი სწორედ ის ფორმატია, სადაც დიდი ალბათობით, რუსეთის ეგიდით დაუბრუნდებიან კონფლიქტური მხარეები მოლაპარაკების მაგიდას“,-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.