ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დღეს 6 საათზე ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს უნდა მოაწერონ ხელი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროტესტს აცხადებს დოკუმენტის ხელმოწერაზე და ახსნა-განმარტება შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ცესკოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როცა მათი პარტიის წევრებზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე და წარმომადგენლებზე ხორციელდება დისკრიმინაციული მიდგომა და არათნაბარი მოპყრობა, ისინი მიიჩნევენ, რომ კოლეგიალობის ყველა ნორმა დარღვეულია და სწორედ ამ მოტივით უარს აცხადებენ კოდექსის ხელმოწერაზე. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა. პირველად მსგავს დოკუმენტს 2010 წელს მოეწერა ხე
ენმ-ს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს პროტესტის ნიშნად ხელი არ მოაწერეს
Published on