მთავარისიახლეებისამართალიდავით ფურცხვანიძე ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს

დავით ფურცხვანიძე ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს

Published on

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით,.

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, საზღვარგარეთ გამგზავრებას მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით აპირებდა.

როგორც გუმბერიძემ განაცხადა, ფურცხვანიძეს გასამგზავრებელი ბილეთები უკვე შეძენლი ჰქონდა.

„გამოძიებით დადგენილი გვაქვს, რომ ფურცხვანიძე აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, მას უკვე ჰქონდა ბილეთები. რაც შეეხება იმას, რის ჩამოტანას აპირებდა, არ გავაკეთებთ განმარტებას. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის, რაც ეკისრება წაყენებული ბრალდებით. ეს ითვალისწინებს 6 წლით თავისუფლების აღკვეთას “,- განაცხადა გუმბერიძემ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...