მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია: ,,ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება, მათ შორის, სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს...

გიორგი გახარია: ,,ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება, მათ შორის, სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები კლასებში უნდა დაბრუნდნენ”

Published on

ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით. ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც პოლიტიკური პროცესი – საარჩევნო პროცესი. 

დღეს გვექნება საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, რამეთუ, რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის, სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ– თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, დიდ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო და სწავლა დისტანციურად განახლდა

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...