მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთიში კორონავირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთიში კორონავირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა

Published on

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით გამოკვლეული 649 ნიმუშებიდან კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, 6 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ოთხი ოკუპირებული აფხაზეთის, კერძოდ, გალის რაიონის სოფელ საბერიოს კლასტერია, ერთი სენაკში დადასტურებული კოვიდინფიცირებულის კონტაქტი, ხოლო ერთი შემთხვევა არის ბათუმში მცხოვრები მოქალაქის, რომელიც ზუგდიდში დროებით იმყოფებოდა.

ამასთანავე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში განთავსებულია 139 მოქალაქე.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...