მთავარისიახლეებიპოლიტიკასად წავიდა 10 მილიარდი ლარი, რომელიც ხელისუფლებამ საერთაშორისო ბანკებიდან და...

სად წავიდა 10 მილიარდი ლარი, რომელიც ხელისუფლებამ საერთაშორისო ბანკებიდან და ორგანიზაციებიდან ისესხა?

Published on

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გაუგებარია, სად წავიდა ის 10 მილიარდი ლარი, რომელიც ხელისუფლების განცხადებით, მათ საერთაშორისო ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ისესხეს. ის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს და აცხადებს, რომ საზოგადოება კითხვებზე პასუხს ვერ იღებს.

„სად წავიდა, ვის ჯიბეში ის 10 მილიარდი ლარი, რომელიც 15 აპრილს გამოაცხადა გახარიამ, რომ საერთაშორისო ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ისესხეთ? რა გაკეთდა იმისთვის, რომ სკოლებში სწავლის დაწყებისთვის პირობები ყოფილიყო და ჩვენ ბავშვებს ყველას ჰქონდეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა? თუ ჩინოვნიკების მეუღლეები, დაბადების დღეებს იხდიან, რატომ ხურავთ ბარებს და ანადგურებთ მცირე ბიზნესს, ქართველებს ორკვირიან კარანტინში სვამთ და რუსეთიდან, თქვენივე სტატისტიკით, შემოუშვით 56 ათასი რუსეთის მოქალაქე კარანტინის გარეშე. რატომ არ შეიძლება 50 – კაციანი ქორწილის გადახდა, როდესაც მოპარული ხეების სანახავად ატარებთ ავტობუსებით ხალხს, აყენებთ უზარმაზარ რიგებში თქვენივე დაწესებული ყველა ნორმის დარღვევით. ეს არის კითხვები, რომელსაც ქართველი ხალხი სვამს და რომელზე პასუხებს, სამწუხაროდ, მთავრობისგან ვერ იღებს“,-განაცხადა შაშკინმა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...