მთავარისიახლეებიმსოფლიომელბურნში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 74 პირი დააკავეს

მელბურნში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 74 პირი დააკავეს

Published on

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 74 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე 250-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინის რეჟიმსა და შინ დარჩენის განკარგულებას აპროტესტებდნენ.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა ნაწილი აგრესიული იყო და პოლიციელების მიმართ ძალადობას იჩენდა.

ცნობისათვის, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, სადაც ქვეყანაში დადასტურებული ინფიცირების შემთხვევების 75% და დაღუპულთა რაოდენობის 90% მოდის, კარანტინის რეჟიმი ივლისის დასაწყისიდან მოქმედებს. ბოლო პერიოდში შტატის ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქებისთვის მზადება დაიწყო. ავსტრალიაში კორონავირუსის 26 600-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 800-ს აჭარბებს.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...