მთავარისიახლეებიეკონომიკა"დღეს ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა" - რომან გოცირიძე

“დღეს ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა” – რომან გოცირიძე

Published on

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მთავრობას და ეროვნულ ბანკს სწორი საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, “დღეს ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა”.

გოცირიძე განმარტავს, რომ კურსს ეროვნული ბანკი არჩევნებამდე დაიჭერს.

„ეკონიმიკა ჩამოშლილია და ხელისუფლებას არც ერთი გონივრული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. ამ ეკონომიკის პირობებში ლარი არის ფაქტობრივად ხელოვნურ სუნთქვაზე, ლარის დღევანდელ კურსს იჭერს ეროვნული ბანკი, წინასაარჩევნოდ კურსი იქნება იმდენი, რამდენიც მოესურვება მთავრობას და ეროვნულ ბანკს.

ის 5 მილიარდი ლარი, რომელიც სესხად ავიღეთ, ახლა დევს ეროვნულ ბანკში და ეროვნული ბანკი უკვე ყოველდღიურად ახორციელებს ე.წ. ინტერვენციებს და თვეში რამდენჯერმე მსხვილ ინტერვენციებს. არის ზუსტად ის სცენარი რაც 2016 წელს იყო, სამი თვე დაიჭირა კურსი წინასაარჩევნოდ, არჩევნები დამთავრდა და იმავე დღეს დაიწყო გაუფასურება. ამიტომ დღეს პოლიტიკურად მართული ლარი გვაქვს,”- განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...