მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ნაცატუს მოსახლეობა მერიასთან აქციას მართავს

სოფელ ნაცატუს მოსახლეობა მერიასთან აქციას მართავს

Published on

სოფელ ნაცატუს მოსახლეობა მერიასთან აქციას მართავს.ისინი დაკავებული თანამშრომლის გათავისუფლებას და მერთან შეხვედრას ითხოვენ.

სოფელ ნაცატუში აქციაზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. სოფლის მოსახლეობამ დილიდან გადაკეტა ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზა, ისინი შიდასაუბნო გზის შეკეთებას ითხოვენ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აქციაზე დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის გზის გახსნის გამო მომოხდა, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდა, რა დროსაც პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება და არ მიიღებენ დაპირებას, რომელიც მხოლოდ გზის მოხრეშვას მოიცავს. საუბარია ზემო ნაცატუს უბანზე, სადაც მოსახლეობა წლებია უგზოობას უჩივის. დაახლოებით ორკილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც 100-მდე  ოჯახი ცხოვრობს, ვერც ტრანსპორტი გადის და  ქვეითად მოსიარულეებსაც უჭირთ გადაადგილება

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...