მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დრაკონული აკრძალვების" ერთ-ერთი მოტივი ევროპიდან რამდენიმე ათეული ათასი ემიგრანტის საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნების...

“დრაკონული აკრძალვების” ერთ-ერთი მოტივი ევროპიდან რამდენიმე ათეული ათასი ემიგრანტის საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნების არდაშვებაა” – გიორგი კანდელაკი

Published on

.

,,ევროკონტროლის მონაცემებით, საქართველოში ევროპის 42 ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლები ფრენა ხორციელდება. სახეზე გვაქვს მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების ფაქტიური აკრძალვა დისკრიმინაციული კარანტინის გზით მაშინაც კი, თუკი ისინი მთავრობისვე მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან მოემართებიან. – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე-

ამავე დროს, აკრძალულია ვიზეარის ფრენები უსაფრთხო ქვეყნებში. სწორედ მაშინ, როცა ამ დრაკონული შეზღუდვების გამო ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ ბრუნდება სამშობლოში, ჩვენს ყურამდე მიდის კარანტინის გვერდის ავლის “ჩაწყობის” შემთხვევები, მათ შორის იმ ქვეყნებიდან, სადაც ცუდი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა – მაგალითად რუსეთიდან. კერძოდ, უკანასკნელ პერიოდში, კარანტინის გვერდის ავლით მთავრობამ ქვეყანაში შემოუშვა ქ-ნ მარიკა ვერულაშვილის შვილის ოჯახი და მაკა ასათიანი, რომელიც ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა”, — აცხადებს კანდელაკი.

“თუკი შესაძლებელია ვინმეს შემოშვება 24 საათიანი კარანტინით და ტესტით, რა დააშავეს კეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა რომლებიც გამწვანებული ქვეყნებიდან მოემართებიან?”, — აღნიშნა კანდელაკმა.

მისი თქმით, “დრაკონული აკრძალვების” ერთ-ერთი მოტივი ევროპიდან რამდენიმე ათეული ათასი ემიგრანტის საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნების არდაშვებაა.

“სულ ცოტა ხნის წინ ვიზეარმა ახალი რეისები დანიშნა ტალინიდან და რიგიდან. და რა გამოდის, რომ ესტონეთის მთავრობა, მაგალითად, იდიოტების ხელშია და მარტო ნათია ზრუნავს ხალხზე? ეს ხომ აბსურდია”, — დასძინა მან.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...