მთავარისიახლეებიკონფლიქტები16 წელი ბესლანის ტრაგედიიდან

16 წელი ბესლანის ტრაგედიიდან

Published on

თეთრბაფთიანი გოგო-ბიჭები ყვავილებით ხელში დგანან და გამოთქმით ლექსებს ყვებიან. მასწავლებლები იღიმიან, მშობლები ატირებულ პატარებს ამშვიდებენ. უცებ ბნელდება და ჩნდება წარწერა — მხიარულების დრო. კადრში შეიარაღებულ სამხედროებსა და მძევლებს ვხედავთ, მუხლებზე დაჩოქილი ბავშვები ჩუმად აპარებენ კამერისკენ თვალს. ჩანს სისხლიანი იატაკი, ხელნაკეთი ბომბები და ისევ სიბნელე. ამ კადრების გადაღება 2004 წელს ბესლანის სკოლის მოსწავლის მშობელმა დაიწყო და თავდამსხმელმა გააგრძელა.

უკვე 15 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ბესლანმა სიმშვიდე დაკარგა. 2004 წლის პირველ სექტემბერს სკოლაში რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი შეიჭრა და 1 128 მძევალი აიყვანა. მათ მოლაპარაკება და საკუთარი პირობების დაკმაყოფილება მოითხოვეს, სახელმწიფომ კი უხეში ძალა აირჩია. სამდღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ, რომელიც მძევლებმა ორივე მხარის გამო გამოიარეს, ბესლანში დღემდე ითხოვენ პასუხებს. თუმცა, პუტინის ხელისუფლება სიმართლეს არც მაშინ ამბობდა და არც ახლა შეუცვლია აზრი.

ბესლანი რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ქალაქია. ვლადიკავკაზისა და მოზდოკის შემდეგ ის სიდიდით მესამე ქალაქია რესპუბლიკაში, სადაც 2019 წლის მონაცმეებით 37 196 ადამიანი ცხოვრობს.
ბესლანი საქართველოს საზღვრიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული. სტეფანწმინდიდან კი 70.

მძევლების კადრები სპორტული დარბაზიდან
მძევლების კადრები სპორტული დარბაზიდანფოტო: AFP / Getty Images

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...