მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს

რომან გოცირიძე: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს

Published on

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, პლენარულ სხდომებთან დაკავშირებით შერჩევითი მიდგომა აქვს და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რამდენად პრიორიტეტული იქნება საკითხი, რომელსაც განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ისაუბრა.

„დღეიდან ჩვეულებრივად მივიღებთ მონაწილეობას ყველა საკომიტეტო განხილვაში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, ასევე, მივიღებთ მონაწილეობას პლენარულ სხდომაში. თუ რომელია ეს საკითხები და რა იქნება პრიორიტეტული, ამას ვნახავთ ამ დღეებში. ვაგრძელებთ იმ რეჟიმში ყოფნას, რა რეჟიმშიც ვიყავით, რადგან საქართველოში პოლიტიკური დევნა არ შეწყვეტილა, ქვეყანაში კვლავ არიან პოლიტიკური პატიმრები, რასაც ადასტურებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, ამიტომ შერჩევითი დამოკიდებულება გვექნება პლენარულ სხდომებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,”- განაცხადა რომან გოცირიძემ

ცნობისათვის, პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...