მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში უბედური შემთხვევის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა - დედა შვილს შემთხვევით დაეჯახა

ზუგდიდში უბედური შემთხვევის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა – დედა შვილს შემთხვევით დაეჯახა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში მოხდა უბედური შემთხვევა, რომელსაც 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის ეზოში, როცა დედა მანქანას აყენებდა. 

მოზარდს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

სოფლის რწმუნებული ედემ კეკუტია ამბობს: რომ ქალს ეზოდან გაჰყავდა მანქანა, თუმცა არ ვიცი, დედა იჯდა საჭესთან თუ სხვა ვინმე. გამოძიება დაწყებულია. როგორც ვიცი, ჯერ არავინ დაუკავებიათ”,- აცხადებს სოფლის რწმუნებული.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვი ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თავდაპირველად შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, თუმცა გადაკვალიფიცირდება თუ არა აღნიშნული მუხლი, ჯერჯერობით უცნობია.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...