„ქართულმა ოცნებამ“ და წულუკიანმა გადაწყვიტეს ჩაერიონ ადამიანების ყველაზე უფრო პირად საქმეში. თეა წულუკიანი არის მავნე და ბოროტი ”- ირმა ნადირაშვილი

0
418

თეა წულუკიანის ინიციატივას სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის წეს­ში შევიდეს ცვლილებები, რომლებიც ინვიტრო განაყოფიერების პირობებს ეხება და მნიშვნელოვნად ზღუდავს მრავალი ასეული ოჯახის უფლებას პირადი საკითხები გადაწყვიტოს თავისი შეხედულებისამებრ საზოგადოებაში მწვავე კრიტიკით ეხმაურებიან. 

ეს იმის გამოხატულებაა, რომ „ქართული ოცნება“ არის მავნებელი და ბოროტი. აცხადებს ირმა ნადირაშვილი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში

„ქართულმა ოცნებამ“ და წულუკიანმა გადაწყვიტეს ჩაერიონ ადამიანების ყველაზე უფრო პირად საქმეში. ეს არის პირდაპირ ოჯახის საკითხებში ჩარევა, წყვილების საკითხებში ჩარევა, ეს არის აბსურდული ინიციატივა. თუ წულუკიანს აქვს პრეტენზია, რომ მან უნდა იფიქროს ყველა წყვილის ნაცვლად თუ როდის სურთ მათ შვილების ყოლა – ეს არის ამ მავნებელი და ბოროტი ქალის ძალიან ცუდი განზრახვა, რასაც ვერ განახორციელებს“, – განაცხადა მან

თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ბრძანება სუროგაციას ეხება და არა In Vitro-ს, ხელოვნურ განაყოფიერებას, რამდენიმე მედიაში კი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.

“In Vitro ანუ ხელოვნური განაყოფიერება და მისგან გამომდინარე ორსულობა (ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის შექმნა და შემდგომ ემბრიონის ბიოლოგიური დედის სხეულში დაბრუნება) წმინდად სამედიცინო საკითხებია და მათი რეგულირება იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, ვერ შეიცვლებოდა ამასთან დაკავშირებული წესები და სახეზეა ყალბი ინფორმაცია” – წერია სამინისტროს განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, “სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სუროგაციის მეთოდით, მათ შორის უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ. სწორედ ამ საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი ამოძრავებს, დგას ყალბი ინფორმაციების გავრცელების უკან.

ასევე, სახელმწიფოს ვალია, ბავშვთა უფლებების გარდა, დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება (სუროგატი დედა). უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100 პროცენტი საქართველოს მოქალაქე ქალები არიან”. – წერს იუსტიციის სამინისტრო.

“ამ დროიდან იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის ჩადენა და მოახდინოს იმის პრევენცია, რომ საქართველოდან გაყვანილი სუროგაციით დაბადებული ბავშვი წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არ გახდეს.

წინა სტატიაზუგდიდში მერიის თანამშრომლის მანქანა ქვეითად მოსიარულე 80 წლამდე ქალს დაეჯახა
შემდეგი სტატიასოფელ ლიაში მიკროავტობუსი მოზარდს დაეჯახა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური