მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მართლადიდებლური ეკლესია პატრიოტთა ალიანსის მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მართლადიდებლური ეკლესია პატრიოტთა ალიანსის მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატს უკან აბრუნებს

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის მართლადიდებლური  ეკლესიის განცხადებით, ისინი პატრიოტთა ალიანსის ლიდერების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატზე უარს ამბობენ და უკან აბრუნებენ.

“ამ მისიის შესახებ აფხაზეთის მართლადიდებლური ეკლესიისთვის უცნობი იყო. მსგავსი ქმედებები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან აფხაზური ეკლესიის აღიარებამდე დაუშვებელია”, — წერია ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერების მოგზაურობას ოკუპირებულ აფხაზეთში ცალსახად ნეგატიური შეფასები მოყვა როგორც აფხაზეთში,ისე დანარჩენ საქართველოში.

ირმა ინაშვილს არ სურს ისაუბროს, როგორ მოხვდა ოკუპირებულ რეგიონში, მაგრამ ამბობს, რომ მდინარე ენგური არ გადაუცურავს .

“მისიონერიც ვიქნები, როცა ჩემს ქვეყანას სჭირდება, აბა როგორ გგონიათ თქვენ?! აფხაზეთში როგორ მოვხვდი ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხი, რომ ჩავედით ეს არის მნიშვნელოვანი. თქვენ, ალბათ, ისიც გაინტერესებთ ენგური გადავცურე თუ არა?არ გამიცურავს მდინარე ენგური. გავიარეთ და ჩავედით. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. ვინაიდან შევედით აფხაზეთში დაბრკოლება არ შეგვქმნია”, — განაცხადა ინაშვილა.

რაცშეეხება აფხაზურ მხარეს, ასლან ბჟანიას თანაშემწე ლაშა საქანია აფხაზურ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში ამტკიცებს, რომ პარტიოტთა ალიანსის ლიდერებს “ჰუმანიტარული მისიით” შეხვდა. მისივე მტკიცებით, შეხვედრის მიზანი, რომელიც “რუსი მეგობრების” მხარდაჭერით დაიგეგმა, დავით თარხან-მოურავისგან ოჩამჩირეში მდებარე ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატი გადაცემა იყო. იმავეს იმეორებს ინაშვილიც.

საქანიას განცხადებით, მან, შეხვედრის შესახებ, შეგნებულად არ ჩააყენა საქმის კურსში, არც გალის რაიონის ადმინისტრაცია და, არც დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რათა შეხვედრას რაიმე სახის ოფიციალური სახე არ მიცემოდა. ინფორმაციის გავრცელებისა და დე ფაქტო ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ, საქანიამ თანამდებობა დატოვა

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...