ზუგდიდში მერიის თანამშრომლის მანქანა ქვეითად მოსიარულე 80 წლამდე ქალს დაეჯახა

0
437

ზუგდიდში, წუხელ გვიან ღამით სოხუმის  ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 80 წლამდე დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით,ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციაშია მოთავსებული მენჯ-ბარძაყის მრავლობითი მოტეხილობითა და ტვინის შერყევით. ქალი გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, როცა მას ავტომობილი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი  „ოდიშინიუსის“ ინფორმაციით,ზუგდიდის მერიის თანამშრომელია. გ.ღ. ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მოადგილეა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

წინა სტატიააშშ – ში მოსალოდნელი სტიქიის გამო ნახევარ მილიონამდე მოქალაქის ევაკუაცია მოხდება
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ და წულუკიანმა გადაწყვიტეს ჩაერიონ ადამიანების ყველაზე უფრო პირად საქმეში. თეა წულუკიანი არის მავნე და ბოროტი ”- ირმა ნადირაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური