მთავარისიახლეებიკონფლიქტებიასლან ბჟანიამ იცოდა, რომ მისი თანაშემწე პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს ხვდებოდა -...

ასლან ბჟანიამ იცოდა, რომ მისი თანაშემწე პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს ხვდებოდა – სერგეი შამბა

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ იცოდა, რომ მისი თანაშემწე ლაშა საქანია პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს ხვდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედიის ფლაგმანი ,,ნუჟნაია გაზეტა” აქვეყნებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით შამბამ ომის ვეტერანების ორგანიზაცია არუაას წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ეს ორგანიზაცია საქანიას და ალიანსის ლიდერების შეხვედრის სესახებ ინფორმაციის გავრცელების პირველივე საათებიდან მოითხოვს საქანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას .

შამბას ინფორმაციით, ბჟანია დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებს ზეგ, 27 აგვისტოს შეხვდება და განმარტებებს გააკეთებს. .

დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა საქანია გააკეტა განცხადება, რომ საკუთარი გადაწყვეტილებთ მიდის თანამდებობიდან , მან დაადასტურა, რომ ოკუპირებულ რეგიონში პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს შეხვდა. მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისში მეგობრები დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციიდან, რომლებმაც სთხოვეს დახმარებოდა დავით თარხან-მოურავს, რომელსაც სურდა, ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატი გადაეცა. საყანიას თქმით, ამ თხოვნას “ჰუმანიტარული მიზნებით” დათანხმდა.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...