მთავარისიახლეებიპოლიტიკააუცილებელია რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის საქმეზე გამჭვირვალე გამოძიება დაიწყოს - EU

აუცილებელია რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის საქმეზე გამჭვირვალე გამოძიება დაიწყოს – EU

Published on

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე გამჭვირვალედ გამოიძიოს. ამის შესახებ ევროკავშირმა ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბარელის სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ევროკავშირი მკაცრად გმობს იმას, რაც, როგორც ჩანს, არის მცდელობა ბატონი ნავალნის ცხოვრებაში ჩარევის. აუცილებელია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეფერხების გარეშე დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება ბატონი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით. რუსი ხალხი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ითხოვს ფაქრებს, რაც მოწამვლას უკავშირდება. პასუხისმგებელმა პირებმა ამაზე პასუხი უნდა აგონ, – წერია განცხადებაში.

ევროკავშირი, ასევე, აღნიშნავს, რომ ბერილნის Charité-ს საავადმყოფოს წინასწარი ტესტის შედეგების მიხედით, ნავალნი ციმბრიში მოწამლეს. ისინი მადლობას უხდიან სამედიცინო პერსონალს და ნავალნის სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ. ნავალნი ამ დრომდე კომაშია.

ნავალნის ოჯახს თავდაპირველად რუსი ექიმები გერმანიაში ტრანსპორტირების საშუალებას არ აძლევდნენ. 21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა. პოლიტიკოსი ბერლინში 22 აგვისტოს, სპეციალური თვითმფრინავით გადაიყვანეს.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...