მთავარისიახლეებისაზოგადოებაგვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე - გიორგი გახარია

გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე – გიორგი გახარია

Published on

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიაში სპეციალურ ღონისძიებებს შემოიღებენ, მათ შორის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

მისივე თქმით, სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ ადგილზე გაძლიერებულ ტესტირებას.

„დისტანციურად ჩართვა გვქონდა შტაბის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება გვიწევს. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, არაფერი საპანიკო არა, დეტალურად ვმართავთ პროცესს. არანაირი რისკები არ არსებობს, რომელიც შეიძლება, ემოციების საფუძველი გახდეს. ჰოსპიტალური სისტემა მზადაა, რომ თუ რაოდენობრივი ზრდა იქნება ინფიცირების, წყნარად მშვიდად, როგორც აქამდე ისე ვმართოთ ეს ციფრები. ნერვიულობის საფუძველი არაა“,-განაცხადა გახარიამ.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...