მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით ბაქრაძე - ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის...

დავით ბაქრაძე – ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დადგომა და ერთად შეწინააღმდეგება ამ უბედურების მიმართ

Published on

ეს არის დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე, როდესაც ყველამ უნდა გავიზაროთ, რომ მიუხედავად უთანხმოებისა და კონფლიქტისა, უნდა შევძლოთ ერთად დადომა და ერთად შრომა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე, აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საერთო ენის მონახვა და ერთად დადგომა შეძლონ.

„დღეს, პირველ რიგში, არის ტკივილის და მოგონების დღე და პატივს მივაგებთ თითოეულ ადამიანს და ომის ყველა მსხვერპლს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა საქართველოს თავისუფლების დაცვას. ეს არის ასევე, დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე, როდესაც ყველამ უნდა გავიზაროთ, რომ მიუხედავად უთანხმოებისა და კონფლიქტისა, უნდა შევძლოთ ერთად დადომა და ერთად შრომა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მთავარ ღირებულებებს. საქართველოს მთლიანობა, საქართველოს ერთიანობა და ოკუპაციის დასასრული არის სწორედ ასეთი ღირებულება. ეს პრობლემა, ეს გამოწვევა დღესაც გრძელდება, ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დადგომა და ერთად შეწინააღმდეგება ამ უბედურების მიმართ.

დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება გამთლიანებული, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ერთიანი, დაცული და ევროპული ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, ამ მთავარ საკითხში, მიუხედავად ყველა განსხვავებისა, უთანხმოებისა, ქართველები მოვახერხებთ ერთად დადგომას და მოვახერხებთ ერთად შევაჩეროთ ის დიდი უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა რუსულმა ოკუპაციამ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

სიახლეები

ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 25 მომხრე და 2...

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. ადგილობრივი მწარმობელები ფასების რეკორდულად ზრდაზე პაუსიმგებლობას ხელისუფლებას...

„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გულორდავა „მედიაჩეკერთან“...

სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო...