მთავარისიახლეებიპოლიტიკარა როლი ექნება მიხეილ სააკაშვილს მოახლოებულ არჩევნებში და შესაძლოა თუ...

რა როლი ექნება მიხეილ სააკაშვილს მოახლოებულ არჩევნებში და შესაძლოა თუ არა, რომ ვიხილოთ პრემიერობის კანდიდატად?

Published on

აქვს თუ არა ახალა ძალა და რესურსი ნაციონალურ მოძრაობას, რომ მან მარტო მიაღწიოს გამარჯვებას ივანიშვილის წინააღმდეგ და თავად დააკომპლექტოს მთავრობა?

რას ფიქრობს იმ ფორმულირების შესახებ, რასაც სხვა ოპოზიციური პარტიები ხშირად ამბობენ, რომ არ უნდა იყოს ორპოლუსიანი არჩევნები – მიშა ბიძინას ან ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ?

რა როლი ექნება მას მოახლოებულ არჩევნებში და შესაძლოა თუ არა, რომ ვიხილოთ ის პრემიერობის კანდიდატად.

ეს კითხვები დაუსვეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტვ პირველის ეთერში

-მესმის, რომ ყველას უნდა, მზის ქვეშ თავისი ადგილი ჰქონდეს, მაგრამ, ასე მარტივად არ გამოდის. ჩვენ თავის დროზე შევთავაზეთ ყველას საერთო სიის შექმნა, ნუ, არ უნდათ, ნუ უნდათ… ვინმეს ბოლო საუკუნეების განმავლობაში საქართველოში აუშენებია იმის მეასედი მაინც, ვიდრე მე და ჩემმა გუნდმა? ეს არის მარტივი ფორმულა, ადამიანებს კითხვას რომ დაუსვამ. ვის აქვს ახლა ენერგია, რომ ჭაობიდან ამოათრიოს ქვეყანა და დაიწყოს ხელახლა ფართომასშტაბიანი აღმშენებლობა ქვეყნის, დაასაქმოს ხალხი, შეწყვიტოს მიგრაცია და გაქცევა ხალხის, მისცეს ადამიანებს შემოსავალი, გააკეთოს მსოფლიო მასშტაბის პროექტები და მთელ მსოფლიო ასპარეზზე წაიყვანოს საქართველო. ყველამ დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა და, მე მგონი, პასუხი ნათელია. აქედან გამომდინარე, ეხლა, ჭაობის რიტორიკას მე არავის მინდა შევყვე…

რაც შეეხება, ვინ დააკომპლექტებს და რას დააკომპლექტებს, მთავრობები მომავალი უნდა იყოს დაკომპლექტებული საზოგადოების საუკეთესო წევრებით, წარმომადგენლებით, ყველაზე კვალიფიციური ქართველებით. მთელ მსოფლიოში არიან ისინი, ყველაზე ნიჭიერი ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა იყოს არც არანაირი პარტიული კვოტები. პარტიები, ყველაფერი მოგვრჩება უკან, თუ ქვეყანა არ ამოვათრიეთ და ქვეყანა უნდა ამოათრიოს ქვეყნის ყველაზე კარგმა ხალხმა

მე შეიძლება ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ, გაეცნოთ უკრაინის პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საერთოდ ლაპარაკი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევეტენო რაღაც კანდიდატურად, არის სასაცილო. ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველო აღარ გვექნება, საქართველო, როგორც ქვეყანა გაქრება.

საქართველო, როგორც ქვეყანა უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან. ივანიშვილს სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა მსოფლიო რადარებიდან, სააკაშვილი რადარიდან არის გამქრალიო, მე ძალიან ნათლად ვარ მსოფლიოს ყველა რადარზე, ხოლო საქართველო აღარაა მსოფლიო რადარზე. განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტკოსისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პიროვნება […]

ვემზადებით არჩევნებისთვის, ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დავასრულოთ, წერტილი უნდა დავუსვათ ამ უბედურებას და დავიწყოთ საქართველოს ხელახლა მშენებლობა. მეცინება, როდესაც ხალხი თანამდებობებზე ლაპარაკობს, რა თანამდებობებს იყოფთ ხალხო?! ყველაფერი უკან მოგრჩებათ.
4 აგვისტო, 2020


სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...