დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გენერალურ პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ

0
572

დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი,გენერალურ პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ.

ისინი, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურებიან.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოარკვია. უწყების ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე Facebook-ის “დახმარების განყოფილებაში” მოძებნა ინფორმაცია, თუ რა მოსდის Facebook-ის გვერდს, თუ მფლობელი გარდაიცვლება. მათივე ცნობით, ამის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილმა Google-ის საძიებო სისტემაში მოიძია ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაუქმდეს ფეისკბუკის ანგარიში სიკვდილის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ამტკიცებს,რომ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა.

წინა სტატიაენგურის ხიდი ცალმხრივად ისევ გაიხსნა
შემდეგი სტატიარა როლი ექნება მიხეილ სააკაშვილს მოახლოებულ არჩევნებში და შესაძლოა თუ არა, რომ ვიხილოთ პრემიერობის კანდიდატად?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური