მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე - გამიხარდება, თუ ზუგდიდში, მეორე ტურში გავა გიგი უგულავა და...

რომან გოცირიძე – გამიხარდება, თუ ზუგდიდში, მეორე ტურში გავა გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მეორე ტურში კი მოვუგებთ

Published on

ჩემმა ალღომ და პოლიტიკურმა გამოცდილებამ რაც მიკარნახა, ის მოხდა – როგორც გამოვთვალე, გიგი უგულავამ ზუგდიდში დააყენა თავისი კანდიდატურა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განაცხადა.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, გაუხარდება, თუ ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და „ ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გავა, გამარჯვებას კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოიპოვებს.

„ჩემმა ალღომ და პოლიტიკურმა გამოცდილებამ მიკარნახა ის, რომ გამოვთვალე, რაც მოხდა. აგერ, ზუგდიდში დააყენა გიგიმ თავისი კანდიდატურა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეყოლება სერიოზული კანდიდატი. მითუმეტეს, ვიცით, რომ ზუგდიდელები და სამეგრელო ყოველთვის სწორ ხაზზე იყო და უზარმაზარი მხარდაჭერა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

გამიხარდება, თუ მეორე ტურში გავა გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მეორე ტურში კი მოვუგებთ. ეს იქნება ყველაზე კარგი სცენარი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ზუგდიდში მაჟორიტარად იყრის კენჭს.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...