მთავარისიახლეებიპოლიტიკამალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ გახდა საჭირო, პოლიტიკაშიც წავალ და ყველგანაც ვიქნები

მალხაზ მაჩალიკაშვილი – თუ გახდა საჭირო, პოლიტიკაშიც წავალ და ყველგანაც ვიქნები

Published on

„არაერთხელ მითქვამს, თუ გახდა საჭირო, პოლიტიკაშიც წავალ და ყველგანაც ვიქნები. ამჟამად მე ვარ გარეთ, ხალხთან ერთად“,- ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

ის დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნას ესწრებოდა. 

„ყველამ კარგად ვიცით, რომ მე ვიბრძვი სამართლიანობისთვის, რათა სამართალი აღვადგინო და დავსაჯო ყველა ის ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩადის. ჩემს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე არ მაქვს საუბარი, ჩემსავით რამდენიმე ათეული, ასეული ადამიანია გამწარებული და ვიბრძვი ამ ადამიანებისთვის. არაერთხელ მითქვამს, თუ გახდა საჭირო, პოლიტიკაშიც წავალ და ყველგანაც ვიქნები. ამჟამად მე ვარ გარეთ, ხალხთან ერთად. ყოველთვის ვამბობ, თუ ჩემს საქმეს დასჭირდება, პოლიტიკაშიც წავალ და პარლამენტშიც, რომ ჩემი და სხვისი სამართალი აღსრულდეს. პარტიებთან კონსულტაციები გავიარე.

თუმცა, ეს არის ხალხის თხოვნა, რომ მაჩალიკაშვილი პარლამენტში იხილონ, ათასობით ადამიანი მეხმიანება, უბრალოდ შინაგანი მე არ მაძლევს იმის უფლებას, ადამიანს პირდაპირ უარი ვუთხრა, ახლაც მოფიქრების რეჟიმში ვარ. თუ პოლიტიკაში წავედი, ამ ბრძოლას დავუკავშირებ ხალხს და არც ერთ მოძრაობასა და პარტიას. დიდ პატივს ვცემ „ნაციონალურ მოძრაობას” და დანარჩენ პარტიებსაც. ძალიან ბევრი პარტიისგან მქონდა შემოთავაზება. წავიდე თუ არა პოლიტიკაში დამოუკიდებლად, ახლა ამ პროცესში ვარ”-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დაიწყო.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...