მთავარისიახლეებიეკონომიკაანაკლიის კონსორციუმს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვს

ანაკლიის კონსორციუმს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვს

Published on

ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები შეაქვთ. სარჩელები ეხება ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში, მთავრობის კამპანიის შედეგად, კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და ბატონმა ბობ მეირმა, ADC-ის ერთ-ერთმა ინვესტორმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ორი სარჩელით, ADC და ბატონი ბობ მეიერი ითხოვენ პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას. ამ მოთხოვნის ოდენობა არის დიდი მოცულობის, სცდება 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს და შედგება ADC-სა და ბატონი მეიერის დანაკარგისგან, რომელიც პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის“, – წერია განცხადებაში.  

ანაკლიის კონსორციუმის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის კონსორციუმის წინააღმდეგ ფარულ კამპანიას აწარმოებდა, რათა ანაკლიის პროექტი არ განხორციელებულიყო. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს პროექტი და მისი აქციონერები, როგორც საჯარო, ასევე კერძო შეხვედრებში. პოტენციურ ინვესტორებსა და დამფინანსებლებს კი ეუბნებოდნენ, რომ მთავრობას მათი პროექტში მონაწილეობა არ სურდათ, რაც აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებისთვის ნათელი დადასტურება იყო, რომ პროექტს არ ჰქონდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა. 

ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში საუბარია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებითაც, სადაც აღნიშნულია, რომ ფულის გათეთრების ბრალდებით ბრალის წაყენება მიზნად ისახავდა ინვესტორებისა და დამფინანსებლების დაფრთხობას, რათა მათ თავი შეეკავებინათ პროექტის მხარდაჭერისგან.

ანაკლიის კონსორციუმის განცხადების მიხედვით, მთავრობის მიერ ADC-ზე, მის ინვესტორებსა და პროექტზე განხორციელებული შეტევის შედეგად, მთავრობა შესაძლოა არღვევდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში შემოთავაზებული დახმარების ერთ-ერთ პირობას, რომლის თანახმად, დახმარების 15% იქნება შეჩერებული მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა კანონმდებლობის თანახმად „იცავს უცხოური ბიზნესის ინტერესებს და რომ მათ შეუძლიათ საქართველოში ბიზნესის წარმოება რაიმე ძალდატანების გარეშე და ასევე სრულად შეუძლიათ მიიღონ ყველა კომერციული და ფინანსური სარგებელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული შედეგები კი მხოლოდ და მხოლოდ ახლანდელი მთავრობის და ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა“.

სიახლეები

განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 21 სექტემბერს, კახეთის რეგიონის,...

“ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ პოლიტიკოსები დააჯარიმონ, თუ დაიჭირონ, ეს არის ახალი რეპრესიები” – სალომე ზურაბიშვილი

წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და რეპრესიების ახალი...

ქოლცენტრების“ საქმეზე თბილისსა და აჭარაში ჩხრეკა ჩატარდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით...

სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყების დრომ დღის მეორე ნახევრისთვის გადაიწია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყების დრომ დღის...