მთავარისიახლეებისამართალი,,თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია - ვნახოთ, რა იქნება შიგნით'' - ადვოკატი მიხეილ...

,,თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია – ვნახოთ, რა იქნება შიგნით” – ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

Published on

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს. პირველი არხის ცნობით,  პროცესს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაესწრო.

მიხელ რამიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კომპიუტერი სამართალდამცველებმა 19 ივლისს წაიღეს და ექსპერტიზის ბიუროში კი 22 ივლისს შეიტანეს. ის ეჭვობს, რომ შესაძლოა, კომპიუტერის გახსნა აქამდეც მოხერხდა.

“ვუთხარი, არ მოეხდინათ ამ კომპიუტერის გახსნა ჩემი თანდასწრების გარეშე. მითხრეს, რომ ასე მოხდებოდა. ბოლომდე მაშინ დავრწმუნდები იმაში, რომ არ მოხდა წინასწარ შესვლა, როცა ყველაფრის კლონირება დასრულდება. მე მაინც ვეცდები, გადავამოწმო. ექსპერტების მხრიდან ჯერჯერობით ყველა კითხვაზე არის პასუხი. არაფერი ეტყობათ არაპროფესიონალიზმის. იდეალურად იყო განხორციელებული ეს პროცედურები,” – განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპერტიზის ბიუროში პერსონალური კომპიუტერის სკანირებას სავარაუდოდ რამდენიმე დღე დასჭირდება. ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტები აღადგენენ წაშლილ ფაილებსაც.

“ვნახოთ, რა იქნება შიგნით. შემიძლია, გითხრათ, ბევრი საინტერესო რამ შეიძლება, იყოს მოძიებული. დეტალურად გვეცოდინება, როდის იყო ჩართული ბოლოს კომპიუტერი. ყველაფერი გადამოწმდება,” – თქვა რამიშვილმა. 

რამიშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თამარ ბაჩალეიშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება:

“იყო საუბარი, რომ დღეს ექაუნთი გაქრა და მოვითხოვე, ასე უცებ რა მოხდა. მითხრეს, რომ აღდგენის შემდეგ მოხდება Facebook-თან დაკავშირება. იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს, ვის მიერ მოხდა გაუქმება. ეს გამოძიების ინტერესებშიც არის”.

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...