მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანკისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა სცემეს

პანკისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა სცემეს

Published on

პანკისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ნაცემია ერთი ახალგაზრდა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა, რომელიც ინციდენტის შემდეგ ხეობაში გადაადგილებას ცდილობდა. ნაცემ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანილი.

რაც შეეხება კონფლიქტს. სოფელ დუისში ეთნიკურად ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სოფელ მატანში დღეს ახალგაზრდები შეიკრიბნენ და პანკისელებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

აქცია ამ დროისათვის დასრულებულია, დაპირისპირებული მხარეები კი მოლაპარაკების რეჟიმში გადადიან.

ადგილობრივი ოპოზიცია ხეობაში გაბატონებულ დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს. მწვავე კონფლიქტის მიუხედავად, დღეს ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. 

წყარო: მთავარი არხი

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...