მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაჩალიაშვილის მამა შსს-მ დაზარალებულად ცნო, შეიცვალა საქმის კვალიფიკაციაც - ადვოკატი

ბაჩალიაშვილის მამა შსს-მ დაზარალებულად ცნო, შეიცვალა საქმის კვალიფიკაციაც – ადვოკატი

Published on

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულად ცნო. შეიცვალა საქმის კვალიფიკაციაც და გამოძიებას უწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გააგრძელებენ. ამის შესახებ იფორმაცია ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.

ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტისა და სამხარაულის ბიუროს დასკვნას ელოდება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს. შსს-ს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში მედიკამენტებიც შეიძინა.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...