მთავარისიახლეებისაზოგადოებათამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

Published on

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია პირველ არხს ოჯახმა დაუდასტურა.

ის 18 ივლისს ფონიჭალიდან გაუჩინარდა, სახლიდან მანქანით გავიდა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.

მისმა ოჯახმა პოლიციას გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში მიმართა.

გუშინ, 21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი დღეს, 22 ივლისს ჩაერთო.

დღესვე, ცხედრის პოვნამდე განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის ხელმძღანელმა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა – ის პროგრამისტი იყო.

როგორც “ზეგ”-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ ინტერპესნიუსს უთხრა, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.

“ეს არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა”. – ამბობს კობერიძე.

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...