მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამომძიებელმა თამარ ბაჩალიაშვილის მამას უთხრა, რომ მისი შვილი პრობლემებში იყო, რაც ...

გამომძიებელმა თამარ ბაჩალიაშვილის მამას უთხრა, რომ მისი შვილი პრობლემებში იყო, რაც მან ლეპტოპის დათვალიერების შემდეგ დაასკვნა

Published on

5 დღის წინ გაუჩინარებული და გარდაცვლილი, თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, გამომძიებელმა მას უთხრა, რომ მისი შვილი პრობლემებში იყო. როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, ეს გამომძიებელმა თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის დათვალიერების შემდეგ დაასკვნა. 

“ვრეკავ დილით, მთელი ღამე მისკდება გული, არ მპასუხობს. თქვენი შვილიო, კომპიუტერი გავხსენი და ძაან დიდი პრობლემის წინაშეაო. არ უთქვამს, რა პრობლემის. ეს იყო გუშინ. აი, კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, იმ პირმა მითხრა”. – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. 

ბაჩალიაშვილი პროფესიით პროგრამისტი იყო და ერთერთი ვერსიით, მისი გაქრობა და გარდაცვალება სწორედ ამ საქმიანობას უკავშირდება. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ის სწორედ ამ ვერსიისკენ იხრება უფრო მეტად. 

ეს კომენტარი მამამ იქამდე გააკეთა, სანამ შვილის გარდაცვალების ფაქტს გაიგებდა. 

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს. 

ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი დღეს, 22 ივლისს ჩაერთო.

დღესვე ცხედრის პოვნამდე განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის ხელმძღვანელმა, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს მუშაობდა. ახალგაზრდა ქალის დედა ამბობდა, რომ გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე შვილმა უთხრა, რომ სამსახურიდან მოდიოდა. 

როგორც კომპანია “ზეგის” დირექტორმა, თამარ კობერიძემ ინტერპესნიუსს უთხრა, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.

“ეს არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა”. – თქვა კობერიძემ. თემები:

. როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, ეს გამომძიებელმა თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის დათვალიერების შემდეგ დაასკვნა. 

“ვრეკავ დილით, მთელი ღამე მისკდება გული, არ მპასუხობს. თქვენი შვილიო, კომპიუტერი გავხსენი და ძაან დიდი პრობლემის წინაშეაო. არ უთქვამს, რა პრობლემის. ეს იყო გუშინ. აი, კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, იმ პირმა მითხრა”. – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. 

ბაჩალიაშვილი პროფესიით პროგრამისტი იყო და ერთერთი ვერსიით, მისი გაქრობა და გარდაცვალება სწორედ ამ საქმიანობას უკავშირდება. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ის სწორედ ამ ვერსიისკენ იხრება უფრო მეტად. 

ეს კომენტარი მამამ იქამდე გააკეთა, სანამ შვილის გარდაცვალების ფაქტს გაიგებდა. 

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს. 

ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი დღეს, 22 ივლისს ჩაერთო.

დღესვე ცხედრის პოვნამდე განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის ხელმძღვანელმა, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს მუშაობდა. ახალგაზრდა ქალის დედა ამბობდა, რომ გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე შვილმა უთხრა, რომ სამსახურიდან მოდიოდა. 

როგორც კომპანია “ზეგის” დირექტორმა, თამარ კობერიძემ ინტერპესნიუსს უთხრა, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც კომპანიას გასულ კვირას შეატყობინა.

“ეს არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა”. – თქვა კობერიძემ.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...