მთავარისიახლეებისაზოგადოებაამირან გამყრელიძე: დღეს დაფიქსირებული 24 შემთხვევა პანიკის საფუძველს არ იძლევა - ეს...

ამირან გამყრელიძე: დღეს დაფიქსირებული 24 შემთხვევა პანიკის საფუძველს არ იძლევა – ეს მოსალოდნელი იყო

Published on

StopCov-ის სტატისტიკით, 22 ივლისისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით,დღეს დაფიქსირებული 24 შემთხვევა პანიკის საფუძველს არ იძლევა. ამის შესახებ მან COVID-19-ის ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს სიტუაცია, გარკვეულწილად, პროგნოზირებადი იყო, რადგან ნებისმიერი შემსუბუქების პოლიტიკას, შესაძლოა, შემთხვევათა რაოდენობის მატება მოჰყვეს.

“ყველა ქვეყანაში ასე გახლდათ, შემსუბუქების პროცესში მოსალოდნელია, რომ შემთხვევათა რაოდენობამ იმატოს. მთავარია, რომ ეს მატება იყოს კონტროლირებადი და მართვადი. ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესი არის სრულიად მართვადი. მოსახლეობას არავითარი პანიკის საფუძველი არა აქვს”, — აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცახდებით, საქართველოს მოსახელობაში შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენთან ვირუსი დამარცხებულია, ეს კი სიმართლეს არ წარმოადგენს.

“ჩვენ არ დაგვიმარცხებია. კორონავირუსის პანდემიის დამარცხება მოხდება ერთიანად, გლობალურად. ეს ვერ მოხდება ცალკეულ ქვეყნებში. კორონავირუსი არის ჩვენთან ერთად და ჩვენ ვცხოვრობთ მასთან ერთად”, — განაცხადა გამყრელიძემ.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...