,,ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ გუშინდელი ღონისძიება, რომელიც კამპანიის დასაწყისი იყო, როგორც ის ჩატარდა, მშვიდად, დინჯად […] ასეთ მშვიდ, დინჯ, ღირსეულ პირობებში ჩაივლის ეს არჩევნებიც”. – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
,,ალბათ ექსცესებიც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მაინც სამხრეთელი ხალხი ვართ, გვიყვარს ემოციები, ეს ჩვენი მახასიათებელია, ამას ალბათ არც უნდა შეველიოთ, რადგან მაშინ უინტერესოები გავხდებით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები კიდევ უკეთესი იქნება, ვიდრე წინა რომელიმე არჩევნები… ”
წულუკიანის განცხადებით, მან ზუსტად იცის, რომ სანამ პოლიტიკაშია, საკუთარ თავს მხოლოდ ქართული ოცნების რიგებში ხედავს.
თუ ხდები ერთი პოლიტიკური ოჯახის ნაწილი, შეიძლება დაშორდე ამ პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ მაშინ უნდა იპოვო სხვა საქმე. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, შეიძლება ვცდები, პრინციპი, რომ დღეს ერთ პარტიაში შეიძლება იყო და მერე სხვაგან წახვიდე“. – ამბობს წულუკიანი, რომელსაც პოლიტიკური პარტია გამოცვლილი აქვს.
თეა წულუკიანი 2014 წლამდე თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი იყო
თეა წულუკიანის განმარტებით, მან თავისუფალი დემოკრატების დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ პარტია ქართულ ოცნებას ტოვებდა.
“მე ვიყავი ერთ პარტიაში. ეს იყო თავისუფალი დემოკრატები. ახლა არ ვარ ქართული ოცნების წევრი, მაგრამ ვარ მათი მინისტრი. ჩვენი გუნდის წარმატებისთვის ვფიქრობ, რომ გულწრფელად მიშრომია და მე მათ გვერდით ვხედავ თავს, იმიტომ, რომ თავის დროზე, როცა ტელევიზორი ჩავრთე და დავინახე ჩემივე პარტია, რომელიც ბრიფინგს ატარებდა, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი და თქვეს, ჩვენ ქართული ოცნებიდან გავდივართო, მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე”. – ამბობს წულუკიანი
წულუკიანი შეეხო იმ საკითხსაც, რომ 20 ივნისს ქართული ოცნების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია. მისი თქმით, კვოტირება არ ეხება მაჟორიტარულ ნაწილს, ამიტომაც არ იყო ვალდებულება.”ვალდებულება რომ არ იყო, ამის მიუხედავად, შესაძლებელი იყო, რომ ყოფილიყო უფრო მეტი ქალი, მაგრამ არ იყო. იყო ერთი ქალი, რომელიც ყველაზე მეტად იღიმოდა და ყველაზე მეტად იყო მოწადინებული. სახეზე ეტყობოდა, რომ ხვალვე გაიმარჯვოს არჩევნებში”. –.მე ამას ცოტა ირონიულად ვუყურებ და ვთვლი, რომ არა უშავს, თუ კაცები უფრო მეტს იწვალებენ, ერთხელ მაინც, ვიდრე ქალები ვწვალობთ ხოლმე და წავლენ და ველზე იბრძოლებენ. მაჟორიტარული ოლქის მოგება არის ძალიან ძნელი…” – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კითხვას, თუ რატომ არ მოხდა მაჟორიტარულ ნაწილში კვოტირების ვალდებულების შეტანა – ამბობს თეა წულუკიანი.