საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი

0
387

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1049-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 903-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5534 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 267.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

წინა სტატიაზუგდიდში გამოკვლეული 186 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია
შემდეგი სტატიაივნისში გაცემული ხელფასების რაოდენობა დაახლოებით 200 მილიონი ლარით შემცირდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური