მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პოლიტიკური სასაკლაო. მარცხისათვის განწირული კანდიდატები ,,ქართული ოცნებიდან'' - ნიკა...

,,პოლიტიკური სასაკლაო. მარცხისათვის განწირული კანდიდატები ,,ქართული ოცნებიდან” – ნიკა მელიადა ელენე ხოშტარია კონკურენტების შანსებს აფასებენ

Published on

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი კონკურენტი ქართული ოცნებიდან, ლევან კობიაშვილი მარცხისთვისაა გაწირული.

როგორც მელია ამბობს, კობიაშვილს არც პოლიტიკა აინტერესებს და არც გლდანის მაჟორიტარობა.

“პოლიტიკურ სასაკლაოზე გამოუშვეს და ამჯობინეს, რომ სპორტსმენს წაეგო. მას საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მაჟორიტარობა არ უნდოდა, ასეთი ადამიანი ჩემთვის უფრო მძიმე საყურებელია, ვიდრე პრინციპულად ისტორიის არასწორ მხარეს დგას[…] გამოუშვეს და ახალგაზრდა კაცი მარცხისთვის გაწირეს. ლევან კობიაშვილს ან სოციალური ან მუნიციპალური საკითხები შეიძლება, აწუხებდეს?”შანსი ვერ ექნება ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის მეგობარს [ლევან კობიაშვილი] ამ რაიონში. იმიტომ კი არა, რომ ძლიერი კონკურენტია აქ ნიკა მელიას სახით, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის გამოფხიზლებული, იმიტომ, რომ მოსახლეობამ უკანასკნელ წლებში უკუსვლა განიცადა გლდანის რაიონშიც. — განაცხადა მელიამ ,,ფორმულაში”

ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი ვაკეში, ელენე ხოშტარია, ქართული ოცნების მიერ ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად ნოდარ ტურძელაძის წარდგენას Facebook-ზე ეხმაურება.

,,ჩემი კონკურენტი არის ეს სისტემა და არა ნოდარ ტურძელაძის ‘ვაკელობა’, ცნობადობა ან ადამიანური თვისებები. უბრალოდ, სამწუხაროდ, დღეს მან ამ სისტემის მსახურება გადაწყვიტა. –

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის გუნდის წევრებსაც კი პატივს არ სცემს, თავის ინსტრუმენტებად აღიქვამს. და დღეს ეს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი უნდა შევცვალოთ. ის უკვე იქცა ადამიანური ტრაგედიების წყაროდ, ტყუილად დაპატიმრებული ხალხი და მათი ოჯახები, თავგასული პოლიციის მსხვერპლები, კორუფციის მსხვერპლები, კრიმინალის მხვერპლები. საფრთხეშია ქვეყნის გეზი, წარმოუდგენელია, რომ ბევრი, ბევრი მსხვერპლის და წვალების შემდეგ რუსეთისკენ ტრიალდება ქვეყანა. ამ პირობებში, ამ მთავრობის მსახურება ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც არ ვიცი თავად ტურძელაძე იაზრებს თუ არა (როგორც ჩანს არა). 

მიუხედავად ბევრი სიმწვავისა, მე და ქართული ოცნების მოწინააღმდეგეები, ჩემი აზრით, უნდა ვეცადოთ და ღირსეულად გავიაროთ ეს კამპანია. პოლიტიკურად დამარცხება ადამიანურ განადგურებას არ უნდა ნიშნავდეს. მათ შორის მაგიტომ მინდა მოგება, რომ ამის მაგალითები შევქმნათ.– წერს ელენე ხოშტარია

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...