მთავარისიახლეებისამართალიმარნეულის სოფელ ქეშალოში კაცი ბოძზე მიაბეს

მარნეულის სოფელ ქეშალოში კაცი ბოძზე მიაბეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში დააკავეს ოთხი ადამიანი, რომლებმაც ერთს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კაცი სოფელში ბოძზე მიაბეს.

“ბრალდებულებმა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელი ქეშალოს მაცხოვრებელს შურისძიების მიზნით აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, ის იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს სოფელ კაპანხჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებული სოფლის ცენტრალურ მოედანზე გაიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, — ამბობენ შსს-ში.

დაკავებულები არიან 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ., ხოლო დაზარალებული ქეშალოში მცხოვრები, 1996 წელს დაბადებული ი.მ. – ია

ახალგაზრდა მამაკაცზე სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ 20 ივლისს იტყობინებოდა მარნეულის რადიო,  რომელსაც ადგილობრივებმა უამბეს, რომ საპატრულო პოლიციას მიმართა პირმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბოძზე მიაბეს მათ დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირის გამო. ადგილობრივების თქმით, ბიჭი ბოძზე მისი მშობლების მისვლამდე იყო მიბმული.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სიახლეები

ბულინგი და ძალადობა ზუგდიდის საჯარო სკოლაში – სად იყვნენ მანდატურები?

ზუგდიდის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სკანდალური ფაქტი მოხდა: უფროსკლასელმა ბიჭებმა მათზე უმცროსი ბიჭი აითვალწუნეს, რომელსაც...

კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გასულ წელს ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში...

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას ექიმის ახლობლები...

ქუთაისის აეროპორტში საწვავის ქურდობის გამო ტექნიკოსები დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის...