მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ჯერ გადახტი და შემდეგ დაიძახე ,,ჰოპ!''- ჯობდა სალომე ზურაბიშვილს წინასწარ...

,, ჯერ გადახტი და შემდეგ დაიძახე ,,ჰოპ!”- ჯობდა სალომე ზურაბიშვილს წინასწარ გაერკვია უკრაინის პოზიცია და მერე დალაპარაკებოდა” – თორნიკე შარაშენიძე

Published on

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შეეცადოს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისა და ტრადიციული მეგობრობის განახლებას. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ „საქართველოს მთავრობის მიმართ პროვოკაციული ტონი, რომელიც მომდინარეობს უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, უარყოფითად მოქმედებს ორმხრივ ურთიერთობებზე.“

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება უკრაინასთან ურთიერთობების განახლებაზე საჭირო ნაბიჯია. თუმცა მისივე თქმით, უკეთესი იქნებოდა, აღნიშნულ საკითხზე პოზიციების გარკვევა ორ ქვეყანას შორის, საწყის ეტაპზე, არასაჯაროდ მომხდარიყო. შარაშენიძის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებში გარკვეული ხარვეზი არამხოლოდ სააკაშვილის ფაქტორმა, არამედ ყირიმის ანექსიის დროს საქართველოს ხელისუფლების დუმილმა გააჩინა.

„უკრაინასა და საქართველოს შორის გაბუტვას ჰქონდა ადგილი, რაც ჩემი აზრით, არამხოლოდ სააკაშვილის, არამედ იმის გამოც იყო, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ძალიან ფრთხილი პოზიცია გამოიჩინა და საერთოდ გაწყვიტა ოფიციალურ კიევთან ურთიერთობები. ბუნებრივია, ამანაც იმუშავა. პრინციპში, ზურაბიშვილის ეს განცხადება ჭკვიანური და საჭიროა, მათ შორის ამ ხელისუფლების ინტერესებსშიც შედის უკრაინასთან შერიგება, მაგრამ პირადად მას ეს რამდენად გამოუვა, ძნელია ამის თქმა. მე მგონი ჯობდა, ურთიერთობების განახლებაზე ჯერ არასაჯაროდ, წყნარად ეთქვა, წინასწარ გაერკვიათ უკრაინის პოზიცია და დალაპარაკებოდა. ახლა ასე, საჯაროდ წინაპირობების წამოყენება ალბათ, არ არის სწორი იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაც ნაწყენია,“ – განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ  მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე ხაზგასმასა და უკრაინის ხელისუფლებისადმი მიმართვას, რომ „მოახდინოს საგულისხმო გავლენა“, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ საჯაროდ წინაპირობების წამოყენებას მანამდე წყნარად საუბარი სჯობდა.

„სააკაშვილის ფაქტორი გასაგებია. საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმური საფუძველი აქვს, რომ გაღიზიანებულიყო სააკაშვილის განცხადებების გამო. მაინც, თანამდებობაზეა და იქიდან ამბობს, რომ ჩამოვალ, ხელისუფლებას შევცვლი, ხელისუფლება არალეგიტიმურია, მოღალატეები არიან და ა.შ. გასაგებია, რომ გაბრაზების ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, მაგრამ ასევე უკრაინასაც აქვს განაწყენების მიზეზი. ამიტომაც საჯაროდ წინაპირობის წამოყენებას ჯობია წყნარად დაელაპარაკოს მანამდე,“ – განაცხადა შარაშენიძემ.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...