საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორის იყო: ცხელების ცენტრების 9 პაციენტი, მედპერსონალის 1 წარმომადგენელი, 1 პირი საკარანტინო სივრციდან, თვითიზოლაციიდან 5 პირი. 33 ნიმუშის პასუხი უარყოფითია. ერთის შემთხვევაში კი, კოვიდდადასტურებული პაციენტის შუალედური კვლევის შედეგი დადებითი დაფიქსირდა, რომელიც რუხის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკველეული პირებს შორის 33-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
Published on