მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ჩიქოვანი: ანაკლიის პორტს ქართული ოცნების ხელისუფლება ნამდვილად ააშენებს

ირაკლი ჩიქოვანი: ანაკლიის პორტს ქართული ოცნების ხელისუფლება ნამდვილად ააშენებს

Published on

პრემიერმინისტრის სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინა.

ჟურნალისტებთან საუბრისას იგი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტს ქართული ოცნება ააშენებს:

“ზუგდიდისთვის და არა მხოლოდ ზუგდიდისთვის, მთლიანად საქართველოსთვის, ანაკლიის პორტს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. და ეს როლი ჩვენ კარგად გვესმის და ქართული ოცნების ხელისუფლებასაც კარგად ესმის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია და მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა, ანაკლიის პორტს ქართული ოცნების ხელისუფლება ნამდვილად ააშენებს, ნამდვილად იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური [პროექტი]”.

9 იანვარს საქართველოს მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებისა შეწყვიტის შესახებ განაცხადა. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტასა და პირგასამტეხლოს, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი ხელშეკრულების მიერ გაწერილ პროცედურებს მიჰყვებიან.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ პროექტზე ერთობლივი მუშაობა 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის პორტი 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა გაშლილიყო და 32 ნავმისადგომი უნდა ჰქონოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ კონსორციუმის ვალდებულებების შესრულება არაერთხელ გადაუვადა. ისინი კონსორციუმს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ მაშინ, როცა კონსორციუმი, პირიქით, მთავრობას ადანაშაულებდა ხელშეშლაში.

კონსორციუმში შემავალი თიბისი ჰოლდინგის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად უშლის ხელს.- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

ცნობისათვის: ჩიქოვანი 2005-2009 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2012- 2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი წევრი და თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარე იყო. დღესკი პრემიერმინისტრის სპიკერია

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...