მთავარისიახლეებიპოლიტიკადასახელდა ,,ქართული ოცნების'' მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოს რეგიონში

დასახელდა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოს რეგიონში

Published on

დღეს დასახელდა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოს რეგიონში.

ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერის მრჩეველი.

ფოთი, ხობი, სენაკი – ირაკლი ხახუბია

აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს ოლქი – ალექსანდრე მოწერელია

მეტი ამერიკა და მეტი ევროკავშირია საჭირო საქართველოში, მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

როგორც მოწერელიამ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების სწრაფი და თანაბარი განვითარება.

„სწორედ პარლამენტშია სერიოზული ასპარეზი იმისა, რომ ვიმუშავოთ რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად. ბოლო ორი წელიწადი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის რთული იყო, ჯერ ფაროსანა, შემდეგ ვირუსი, თუმცა, ჩვენ, მთავრობამ მოსახლეობასთან ერთად წარმატებით მოვახერეხთ ამ პრობლემების დაძლევა. წელს ჩვენ ველოდებით ძალიან კარგ მოსავალს, ამავე დროს ვირუსის მართვის სწორმა და დროულმა ღონისძიებებმა საშუალება მოგვცა იმისა, რომ დროულად გავხსნათ ეკონომიკა და აღვადგინოთ ტურიზმი ჩვენს რეგიონში.

დღეს საქართველო როგორც არასდროს არის მოკავშირეებთან ერთად – ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან ერთად. მეტი ამერიკა და მეტი ევროკავშირია საჭირო საქართველოში, მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში. მითუმეტეს, ჩვენ ამის საუკუნოვანი ტრადიციები გაგვაჩნია ევროპასთან, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გაღრმავება“, – განაცხადა მოწერელიამ.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...