მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ უარი თქვეს ცვლილებებზე'' - რას ამბობს ოპოზიცია?

,,ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ უარი თქვეს ცვლილებებზე” – რას ამბობს ოპოზიცია?

Published on

პარტიაში ,,ევროპული საქართველო” ბიძინა ივანიშვილისა და მისი კანდიდატების სახით გარდუვალი მარცხისკენ მიმავალ პოლიტიკოსებს ხედავენ

როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, ,,ის, თუ როგორი მაჟორიტარები დაასახელა ქართულმა ოცნებამ, სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც ასხივებენ პირდაპირ დაღლილობას, ასევე ის, თუ რაზე ისაუბრა ივანიშვილმა, მხოლოდ 9 წელზე, მხოლოდ წარსულზე, კარგად მეტყველებს, თუ როგორი კამპანია ექნება ქართულ ოცნებას, რომ მათ არაფერი აქვთ შესათავაზებელი ხალხისთვის, სიახლეს არ სთავაზობენ და ისევ და ისევ ამ მრავალჯერ გაჭრილი კარტით, ამ 9 წლით აპირებენ ფონს გასვლას, ეს, რა თქმა უნდა, მათ არ გამოუვათ. ეს პრეზენტაცია, ეს გამოსვლები არის პირველი გადადგმული ნაბიჯი მათი გარდაუვალი მარცხისკენ”

ქართული ოცნების მიერ 30 საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიას ეხმაურება ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძეც.

,,თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ უარი თქვეს ცვლილებებზე, უარი თქვეს ქვეყნის უკეთეს მომავალზე და უკეთეს პერსპექტივაზე.

ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა შევცვალოთ ივანიშვილი და ეს უკვე არსებული გუნდი, რომელმაც ქვეყანაში მოიყვანა სიღარიბე, ეკონომიკური თვალსაზრისით უპერსპექტივობა, ქართულ ოჯახებში უიმედობის განცდა, მოიტანა კრიმინალს დამორჩილებული სამართალდამცავი სისტემა და სერიოზული გამოწვევები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით.

უნდა ავირჩიოთ ახალი გუნდი, ახალი ოპოზიციური ერთობა პარლამენტში, რომელიც რა თქმა უნდა, შეძლებს ქვეყნისთვის ეკონომიკური კეთილდღეობის მოტანას, თითოეული ოჯახისთვის უფრო მეტი დოვლათის შექმნას და სიმდიდრის მოტანას, ქვეყნის დაცვას, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და დეოკუპაციის თვალსაზრისით, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ნომერ პირველ პრობლემად რჩება ამბობს ირაკლი აბესაძე.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...