მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. ქართული ოცნების მაჟორიტარების წარდგენისას განაცხადა, რომ მის პარტიას კვლავაც...

ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. ქართული ოცნების მაჟორიტარების წარდგენისას განაცხადა, რომ მის პარტიას კვლავაც შეუძლია იტვირთოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა

Published on

“ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, პროგრესი ყველა სფეროშია.

მინდა, დავიწყო მადლობით.მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ექიმებს, მადლობა ქართული ოცნების გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა.

ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ დღეს საქართველოს მწვანე ზონად მოიხსენიებენ. ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და ქართული ოცნების ხელისუფლრბა არის ქვეყანაში სიმშვიდიდ და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი.

მინდა, დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა, იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა.

 ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში, რა თქმა უნდა, არავინაა ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს, ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება

ხალხმა იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა

ხალხმა დაინახა, კრიზისის დროს მთელი სახელისუფლებო გუნდი, თითოეული საკუთარ ადგილზე, როგორ ზრუნავდა ხალხზე, როგორ გაუძღვა საქმეს, როგორი პროფესიონალიზმით და ერთგულებით ემსახურა ხალხს და ქვეყანას. ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როდესაც ყველაფერი სხვა გაუფერულდა ამ განსაცდელის წინაშე, ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა. ის, რაც სრულიად ბუნებრივი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ამ წლების განმავლობაში, უბრალოდ კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა – ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია.

ასეთი იყო ქართული ოცნება და ასეთად დარჩება ყოველთვის

“ქართული ოცნება კვლავ შემძლეა იტვირთოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა

მინდა დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, ჩვენმა გუნდა ქვეყანა ბევრი მიმართულებით წინ წაიყვანა. პროგრესია პრაქტიკულად, ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები არ არსებობს. ბევრია იმისთვის გასაკეთებელი, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში შეუქცევადად შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში.

დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხის ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე, დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს გვიყენებს. გამოწვევები ბევრია, საშინაო თუ საგარეო, რომელსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...