მთავარისიახლეებისაზოგადოებამარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, ხოლო სამი...

მარინა ეზუგბაია – კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, ხოლო სამი – უკვე ინფიცირებულთან კონტაქტია, ორის ინფიცირების წყარო უცნობია

Published on

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, ხოლო სამი – უკვე ინფიცირებულთან კონტაქტი. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, მათი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

„ქვეყანაში გუშინ 1010 დადასტურებული შემთხვევა გახლდათ, დაგვემატა 8 შემთხვევა და დღეისთვის გახლავთ „კოვიდ19“-ით ინფიცირების 1018 დადასტურებული შემთხვევა. გვყავს 10 ახალი გამოჯანმრთელებული და მათი რაოდენობა გახდა – 895. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რიცხვი უკვე 87.9% -ია. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 146 პაციენტი.

8 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 არის იმპორტირებული შემთხვევა, მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 2 შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. ამ ორ ადამიანთან ვირუსი გუშინ დადასტურდა და გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...