„ქუთაისში, კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობაა ”- გრიგოლ ვაშაძე

0
333

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძე განცხადებით, ქუთაისში, კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობაა. შემოსავლის წყაროდ ქალაქს შემორჩენილი ჰქონდა ტურიზმი, მაგრამ ეპიდემიის გამო შეჩერდა. ხელისუფლებას ერთი წუთი არ უფიქრია ამ ადამიანების კეთილდღეობაზე. 3500 სასტუმრო და ჰოსტელია და აქედან მხოლოდ 500-ია გახსნილი. ქალაქმა დაკარგა 90 მილიონის მოგება. იმისთვის, რომ მივეხმაროთ, საჭიროა ტურისტული ზონის შექმნა და მიწის ნაკვეთების გადაცემა ადგილობრივი ინვესტორებისთვის, ამასთან, მოქმედი ობიექტები უნდა გათავისუფლდეს 2021 წლამე გადასახადებისგან.

ეპიდემიასთან გამკლავება კარგია, მაგრამ ეკონომიკური კოლაფსის ფონზე, რას აკეთებს ეს ხელისუფლება? არც არაფერს და მიზეზი არის ის, რომ ოლიგარქიულ რეჟიმზეა ჩამოკიდებული და არ აინტერესებს მოქალაქის ბედი. ქუთაისის მძიმე მდგომარეობა აისახება იმერეთზე და მთლიან საქართველოზე. ხელისუფლების შეცვლისა და ეკონომიკური რეფორმების გარეშე, ვერაფერი გადაგვარჩენს”, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე .

წინა სტატიათბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, გაურკვეველ ვითარებაში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაავარია რუისთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური