კახი კალაძეს ხუთიანი შეუყვარდა : “ქართულ ოცნებას” 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-იანის მაგივრად 5-იანი უნდა ყოფილიყო”

0
392

დედაქალაქის მერი კახი კალაძე Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კვლევაში შეცდომაა და “ქართულ ოცნებას” 39%-ის ნაცვლად მხარს 59% უჭერს.
კალაძის თქმით, ის კვლევებს არ ენდობა და ამის საფუძველიც აქვს, რადგან 2011 წლიდან მოყოლებული კვლევის შედეგები და არჩევნების შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებენ.

“იცით კვლევებისადმი ჩემი დამოკიდებულება. ამ კონკრეტულ კვლევებში, სადაც “ქართულ ოცნებას” 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-იანის მაგივრად 5-იანი უნდა ყოფილიყო.

დღეს პარტია “ქართული ოცნება” არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ შეიძლება საკონსტიტუციო არა, მაგარამ ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ყოველგვარი კოალიციების გარეშე.

2011 წლიდან მოყოლებული შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა და ნახოთ, თუ როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, რა შედეგებს დებდნენ, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგი იდებოდა არჩევნებში. ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ხალხის, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, არის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.

უმრავლესობით “ქართული ოცნება” შევა პარლამენტში, შეიძლება საკონსტიტუციო არ იყოს, თუმცა ამის შანსიც არის.

დღევანდელი მოცემულობით, კოალიცია ვერ იქნება, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს პარტია “ქართულ ოცნებას”,- განაცხადა კახი კალაძემ

წინა სტატიასაპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას?
შემდეგი სტატიათბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, გაურკვეველ ვითარებაში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური